წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის 
მართლმადიდებლური სკოლის
დაწყებითი კლასების მოსწავლეთა კონკურსი მათემატიკაში

„ მოაზროვნე “

I –  VI კლასებში

მიზანი

1. დაწყებით კლასებში მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივება;
2. დაწყებითი საფეხურის I - VI კლასებში მათემატიკის ცოდნის დონის განსაზღვრა
3. დამოუკიდებლად მუშაობის  უნარ–ჩვევების გამომუშავება.
4. მოსწავლეებს გამოუმუშავდეს დაკვირვებულობის, ლოგიკური აზროვნების, საგანთაშორისი დამოკიდებულებების უნარ ჩვევების გამომუშავება.
5. ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;
6. მოსწავლის თვითრწმენის გაზრდა;
7. ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადება;

შინაარსი

 კონკურსი „ მოაზროვნე ტარდება სკოლის მასშტაბით. ორ ტურად I - VI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით. პირველ ტურში მონაწილობა სავალდებულოა ყველა მოსწავლისათვის აღნიშნული კლასებიდან. მე–2 ტურში მონაწილეობას განაგრძობს მოსწავლე, რომელიც გადალახავს (50%+1) ბარიერს.

კონკურსის პირობები

კონკურსი ჩატარდება ორ ტურად.
დავალებები ტესტური ტიპისაა (ღია ტესტი)
პირველი ტურის ტესტი მოიცავს 12  საკითხს, თითოეული ფასდება 24 ქულით.
შემდეგ ეტაპზე მოსწავლის გადასვლა განისაზღვრება დაგროვილი ქულების რაოდენობით.
მე–2 ტურში გადასული მოსწავლისთვის აუცილებელია ბარიერის გადალახვა – (50% + 1)
პირველი ტურის საკითხები ეყრდნობა ესგ–თი გათვალისწინებულ კონკრეტული კლასის საპროგრამო მასალას.
მეორე ტურის საკითხების რაოდენობა განსაზღვრულია 20 საკითხით (2–6 ქულიანი).
მაქსიმალური ქულაა 60
შეკითხვები სირთულის მიხედვით შეფასდება სხვადასხვა ქულით 0,5 სიზუსტით.


წარმატებული მოსწავლეების მასწავლებლები დაჯილდოვდებიან.

ზოგადი წესები და ინსტრუქციები ოლიმპიადის მონაწილეთათვის

კონკურსზე მოსწავლე უნდა გამოცხადდეს მხოლოდ საწერი კალმით და შესაძლებელია 1 ცალი სუფთა ფურცლით.
დაუშვებელია კონკურსზე მობილური ტელეფონის, კალკულატორის შეტანა.
ტესტირებისას აკრძალულია გადალაპარაკება, ნივთების გაცვლა, თხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე მიიღებს ჯერ გაფრთხილებას, ხოლო გამეორების შემთხვევაში მოიხსნება კონკურსიდან.
ტესტირების დასრულების შემდეგ თოთოეული მონაწილე ნამუშევარს აბარებს ზედამხედველს, თან მიაქვს მხოლოდ პირადი ნივთები.
მონაწილემ უნდა მიუთითოს სწორი პასუხი და აუცილებლობის შემთხვევაში გამოსახულება, რითაც სწორ პასუხამდე მივიდა.
ყურადღება გამახვილდება მოსწავლის აზრობრივ მხარეზე, მსჯელობა–დასაბუთებაზე, ლოგიკურ მიდგომებზე, ყურადღებაზე, აღმოჩენაზე.
პირველი ტურის   საკონკურსო ტესტი მოიცავს 12 შეკითხვას.
თითოეული კითხვა ფასდება 2 მაქსიმალური ქულით. თითოეულ საკითხზე შეიძლება დაიწეროს: 0,5; 1; 1,5; 2 ქულები
ტესტის ხანგრძლივობაა 45 წუთი.
მეორე ტურის   საკონკურსო ტესტი მოიცავს 20  შეკითხვას.
თითოეული კითხვა ფასდება 2, 3, 4, 5, 6  ქულით. თითოეულ საკითხზე შეიძლება დაიწეროს  0,5 სიზუსტით დამსახურებული  ქულები.
ტესტის ხანგრძლივობაა 70 წუთი.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 1 კვირაში.
მეორე ტურში გადასული ყველა მოსწავლე მიიღებს სიგელს მონაწილეობისათვის.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან  I, II და III ხარისხის დიპლომებით.


დაჯილდოება:  

  სიგელი   ყველა მეორე ტურში გადასულთათვის

1 50-60 ქულებს შორის I ხარისხის დიპლომით
2 40-50  ქულებს შორის II ხარისხის დიპლომით
3 30-40 ქულებს შორის III ხარისხის დიპლომით